29 ნოემბერი 2024,   23:43
ვრცლად
ოპოზიციამ აღიარა, რომ პრობლემას შეთანხმების პირველი ნაწილი წარმოადგენს, რადგან მათ არჩევნებში გამარჯვების იმედი არ აქვთ - რატი იონათამიშვილი

ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებით, რადგან ოპოზიცია საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს არ უჭერს, ეს იმას ნიშნავს, რომ მათ არჩევნებში გამარჯვების იმედი არ აქვთ. 

შეთანხმების მეორე ნაწილზე კი მმართველ გუნდში კვლავ აცხადებენ, რომ მსგავსი პირობა მათ ოპოზიციასთან არ ჰქონიათ. 

"ფაქტობრივად, მათ დღეს აღიარეს, რომ მათთვის მთავარ პრობლემას ამ შეთანხმების პირველი ნაწილი წარმოადგენს, რადგან არ აქვთ იმის იმედი და რესურსი, რომ არჩევნების გზით მიაღწიონ წარმატებას. საზოგადოებას ახსოვს, რომ მათ არც 8 მარტს სურდათ შეთანხმება შემდგარიყო და ეს, ფაქტობრივად, მათი იძულება იყო. მაგრამ ყველა ხედავს თუ ვინ ეკიდება ამ პროცესებს მაღალი პასუხისმგებლობით და ვის სურს მუდამ დესტრუქციის შეტანა ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებაში,"- განაცხადა პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა

დღის ამბები