29 ნოემბერი 2024,   23:35
ვრცლად
ჩვენს უცხოელ პარტნიორებს თუ წერილს ვწერთ, ამაში უცხო არაფერია - დავით სონღულაშვილი "ტაბულას" მიერ გავრცელებულ წერილზე

"ტაბულას" მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილი გამოეხმაურა.

მედიასაშუალებამ დღეს გამოაქვეყნა წერილი, რომელზეც გამოცემა წერდა, რომ უმრავლესობის წევრმა ის ევროპარლამენტარებს გაუგზავნა. წერილში საუბარი იყო უცხოელი დიპლომატებისადმი მიმართვაზე, საჯაროდ დაედასტურებინათ, რომ ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის გამართულ მოლაპარაკებებზე საუბარი არ ყოფილა გიგი უგულავას, ირაკლი ოქრუაშვილისა და გიორგი რურუას გათავისუფლებაზე.

დავით სონღულაშვილი აცხადებს, რომ მან ევროპარლამენტის წევრებს არჩილ თალაკვაძის ოფიციალური გამოსვლის მოკლე შინაარსი გაუგზავნა. ამ ტიპის კომუნიკაცია კი პარტნიორებთან მიღებული სამუშაო ფორმატია.

"ჩვენს უცხოელ პარტნიორებს თუ წერილს ვწერთ, ამაში უცხო არაფერი არ არის. ჩვეულებრივი თანაშრომლობის პროცესია, კოლეგიალურია. არსებულ ვითარებას აცნობ და რაღაც პერიოდულობით გაანახლებ ხოლმე მათ ხელთ არსებულ ინფორმაციას.

რაც შეეხება კონკრეტულად მაგ წერილს, მინდა ავღნიშნო, რომ ეს არის იმ ბრიფინგის მოკლე შინაარსი, რომელიც სპიკერმა გააკეთა რამდენიმე დღის წინ, რომლითაც თხოვა ელჩებს, რომ გაესაჯაროვებინათ იმ შეთანხმების დეტალები, რომელიც მიღწეული იყო. აქედან გამომდინარე ამ ნაწილშიც არც საიდუმლო არ არის და არც უცნაურია არაფერი," - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

დღის ამბები