შეზღუდვების შემსუბუქების ფარგლებში, გერმანიასა და ავსტრიას შორის სახელმწიფო საზღვარი 15 ივნისს გაიხსნება. განცხადება ამის შესახებ ავსტრიის ტურიზმის მინისტრმა გააკეთა. მისი განცხადებით, გერმანიისა და ავსტრიის კანცლერები შეთანხმდნენ, რომ საზღვრის გახსნის გეგმა ორ ეტაპიანი იქნება.
COVID-19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვების ნაწილობრივ შემსუბუქება პარასკევიდან დაიწყება, საზღვარზე მოძრაობა სრულად კი, 15 ივნისს აღდგება.