თეირანში მეჩეთები გაიხსნა. ირანის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ქვეყანაში კოვიდინფიცირებულების რაოდენობა იკლებს, რაც შესაძლებლობას იძლევა მლოცველები რამადანის ლოცვებს დაესწრონ.
წელს რამადანის დღესასწაულზე მლოცველებს მეჩეთში შესვლის უფლება პირველად მიეცათ, უკვე 2 თვეა, რაც ქვეყნის მასშტაბით ყველა ხალხმრავალი დაწესებულება დახურულია, ირანში ბოლო მონაცემებით 111 000-მდე კოვიდინფიცირებულია, რომელთაგან 6 700-ზე მეტი გარდაიცვალა, გამოჯანმრთელდა 89 000-მდე პაციენტი.
"სასიამოვნო შეგრძნებაა ტაძარში კვლავ დაბრუნება, მძიმე დრო გავიარეთ, განსაკუთრებით მძიმე მეჩეთების დაკეტვა იყო, ჩვენ ვლოცულობთ, რომ ეს ბოროტი ვირუსი დავამარცხოთ, ვლოცულობთ მთელი კაცობრიობისთვის“ - აცხადებს მუსლიმი მრევლი.