29 ნოემბერი 2024,   23:50
ვრცლად
TikTok-ზე აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი ცალკე ქვეყნებადაა მოხსენიებული - საგარეო უწყების განცხადებით, ხარვეზის გამოსწორებაზე მუშაობენ

სოციალურ ქსელ TikTok-ში საქართველოს ორი ოკუპირებული რეგიონის ცალკე ქვეყნებად მოხსენიებას საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან გამოხმაურება მოჰყვა.

საგარეო უწყების განცხადებით, ხარვეზის გამოსასწორებლად სოციალურ ქსელ TikTok -თან მუშაობა მიმდინარეობს:

"ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვა არის საგარეო უწყების უმთავრესი პრიორიტეტი.

საგარეო საქმეთა სამინისტრო ყოველთვის რეაგირებს ცალკეული სუბიექტების/ორგანიზაციების მხრიდან საქართველოს ოკუპირებული რეგიონების დამოუკიდებელ ერთეულებად მოხსენიების ფაქტებზე. არაერთი მაგალითი არსებობს, როდესაც საგარეო უწყების მუშაობის შედეგად, სხვადასხვა საიტებზე ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში გამოყენებული არასწორი დეფინიცია შეიცვალა.

ჩვენ ვმუშაობთ სოციალური ქსელის TikTok-ის საკითხზე და როგორც სხვა წინა შემთხვევებში, აღნიშნულ საიტზე არსებული ხარვეზის გასწორების მიზნით,"- აღნიშნულია უწყების განცხადებაში.

დღის ამბები