29 ნოემბერი 2024,   23:42
ვრცლად
თუ ინფექციის კლება შენარჩუნდა შეზღუდვების მოხსნა დაჩქარდება -არჩილ თალაკვაძე

პარლამენტში საგადასახადო კოდექსში ცვლილებები დარეგისტრირდა, რომელიც ანტიკრიზისული რეაგირების ფარგლებში შემუშავდა. ასევე, პარლამენტის ბიუროს სხდომაზე დეპუტატებმა დღეს საქართველოს მთავრობასა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს შორის სასესხო შეთანხმებაზე იმსჯელეს, რომელიც "კოვიდ-19"-ის წინააღმდეგ სწრაფი რეაგირების პროექტის დაფინანსებას ითვალისწინებს.

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ თუ კორონავირუსის ახალი შემთხვევბის კლების ტენდენცია შენარჩუნდა, შეზღუდვების მოხსნის პროცესი დაჩქარდება. 

"საბედნიეროდ, ბოლო დღეების განმავლობაში ინფიცირებულთა ახალი შემთხვევების რაოდენობა უკვე ნაკლებია გამოჯანმრთელებულთა რაოდენობაზე. თუ ეს ტენდენცია გაგრძელდა და შენარჩუნდა მომავალი დღეების განმავლობაში, ეს უკვე მყარ საფუძველს წარმოადგენს, რომ შეზღუდვების მოხსნის პროცესი უფრო დავაჩქაროთ. საქართველო, ამ მომენტში, არის ერთ-ერთი ყევლაზე უსაფრთხო ქვეყანა მსოფლიოში, როდესაც პანდემია ჯერ კიდევ გრძელდება,"- განაცხადა თალაკვაძემ.

"ევროპულმა საქართველომ" პარლამენტის მუშაობის განახლება და პრემიერის მისვლა კიდევ ერთხელ მოითხოვა.

"ისე გავიარეთ ეს პროცესი, რომ პარლამენტში ვერ მოვუსმინეთ პრემიერ-მინისტრს. პრემიერი არ მოსულა პარლამენტში, იყო ამის მოთხოვნა. პრაქტიკულად, ამას ისეთი მხარდაჭერა აქვს, რომელიც მიიღო, ბუნებრივია, უმრავლესობამ, მაგრამ, პრაქტიკულად, ბრმად. ჩვენ ეს პარლამენტში არ განგვიხილავს. უახლოეს პერიოდში მობრძანდეს პრემიერი პარლამენტში, აღვასრულოთ ის მნიშვნელოვანი ფუნქციები, რომელიც აქვს პარლამენტს,"- განაცხადა "ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" თავმჯდომარე გიგი წერეთელმა.

არჩილ თალკავაძის თქმით, პარლამენტის წევრებს ექნებათ საშუალება, რომ პრემიერს და მთავრობის წევრებს მოუსმინონ. მისივე თქმით, ის დღის წესრიგი, რომელიც იყო საგაზაფხულო სესიაზე, ივნისის ბოლომდე, ან ივლისის შუა რიცხვებამდე, ბოლომდე შესრულდება.

დღის ამბები