29 ნოემბერი 2024,   23:24
ვრცლად
პოლიციამ წალენჯიხაში ე.წ. კანონიერი ქურდი "რეზიკო ჯვარსკი" დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ე.წ. კანონიერი ქურდი დააკავა. პოლიციამ 27 წლის ახალგაზრდა მამაკაცი "კანონიერი ქურდობის" ბრალდებით წალენჯიხის რაიონში აიყვანა. კრიმინალურ წრეებში მას "რეზიკო ჯვარსკის" სახელით იცნობდნენ.

დანაშაული 9-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. გამოძიების ინფორმაციით, პირი სამეგრელოში ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიიდან შემოვიდა. ის წლების განმავლობაში არაერთხელ იყო დაკავებული სხვადასხვა ქვეყნის სამართალდამცავი უწყებების მიერ.

დღის ამბები