29 ნოემბერი 2024,   23:27
ვრცლად
აჭარაში ოპოზიცია სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისულ გეგმას აკრიტიკებს

აჭარაში ოპოზიცია ხელისუფლების მიერ დაანონსებულ სოფლის მეურნეობის დახმარების პროგრამას აკრიტიკებს.

"ნაციონალურ მოძრაობაში" ამბობენ, რომ ეს მმართველი გუნდის მორიგი პიარკამპანიაა და პროგრამა აჭარის სოფლებში მცხოვრებლებზე არ არის მორგებული. მათი თქმით, რეგიონში მიწის რეფორმა ამ დრომდე არ გატარებულა, შესაბამისად, ის ფერმერები ვერ მიიღებენ 200 ლარიან დახმარებას, რომლებსაც ნაკვეთი საჯარო რეესტრში არ აქვთ დარეგისტრირებული.

ოპოზიცია თვლის, რომ არსებობს კორუფციის რისკებიც, კერძოდ, ვაუჩერების განაღდება შესაძლოა მთავრობის წარმომადგენელთა აგრომარკეტებში მოხდეს.

ოპოზიცია პრემიერს მიმართავს გაიზარდოს ვაუჩერის დაფინანსება 400 ლარამდე და მიწის ნაკვეთის ყველა მფლობელმა ისარგებლოს სახელმწიფო პროგრამით.

დღის ამბები