29 ნოემბერი 2024,   23:38
ვრცლად
13 მაისის მონაცემებით ადგილზე დახმარება გაეწია უცხოეთში მყოფ 20,218 მოქალაქეს, ხოლო სამშობლოში დაბრუნდა 10,780

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2020 წლის 13 მაისის მონაცემებით, საქართველოს დიპლომატიურმა წარმომადგენლობებმა ადგილზე დახმარება აღმოუჩინეს 20,218 მოქალაქეს, ხოლო სამშობლოში - მთავრობის ხელშეწყობით - საკოორდინაციო საბჭოს მიერ დაგეგმილი რეისების, სახმელეთო და საზღვაო გზებით, ორგანიზებულად დაბრუნდა 10,780 მოქალაქე.

საგარეო საქმეთა სამინისტრო ახლო მომავალში დაგეგმილი სპეცრეისების შესახებაც ავრცელებს ინფორმაციას. უწყების ცნობით, ახლო მომავალში, საკოორდინაციო საბჭოს მიერ განსაზღვრული ავიარეისების ფარგლებში, დაგეგმილია შემდეგი ფრენების განხორციელება: 15 მაისი - ამსტერდამი-თბილისი; 18 მაისი - ლარნაკა-თბილისი; 20 მაისი - ათენი-თბილისი; 22 მაისი - რომი-თბილისი.

უწყება კიდევ ერთხელ შეახსენებს მოქალაქეებს, რომ მოქალაქეების სამშობლოში ეტაპობრივი დაბრუნების ეფექტიანი ორგანიზების და მათი ადგილზე დახმარების მიზნით, მოქალაქემ უნდა შეავსოს ელექტრონული ფორმით სპეციალური განაცხადი, რომელიც გამოქვეყნებულია სამინისტროს ვებ-გვერდსა და საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ვებ-გვერდებზე. აღნიშნულ განაცხადში მოცემული მონაცემების დამუშავების შემდგომ მიღებული იქნება შესაბამისი გადაწყვეტილება.

დღის ამბები