29 ნოემბერი 2024,   23:37
ვრცლად
ძლიერი ქარი და წვიმა ელჭექით - საქართველოში დღეს ამინდი გაუარესდება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 13 მაისს შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთიდან მოსალოდნელია გრილი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება, წვიმა ელჭექით, ზოგან შესაძლებელია სეტყვა. გაძლიერდება დასავლეთის მიმართულების ქარი. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში 3-4 გრადუსით დაიკლებს.

13 მაისს ხანმოკლე წვიმა ელჭექით და ძლიერი ჩრდილო-დასავლეთის ქარია მოსალოდნელი  თბილისშიც, ტემპერატურა 24 გრადუსი იქნება.

მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს პატარა მდინარეებზე წყლის დონეების მატება, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების    ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.

დღის ამბები