29 ნოემბერი 2024,   23:41
ვრცლად
ქუთაისში კორპუსის ფასადის ნაწილი ჩამოინგრა - მასალა გამვლელს დაეცა

ქუთაისში, ბუხაიძის ქუჩაზე კორპუსის ფასადის ნაწილი ჩამოინგრა. ჩამონგრეული მასალა გამვლელს დაეცა, რის შედეგადაც მოქალაქემ თავის არეში ღია ჭრილობა მიიღო.

ადგილზე სასწრაფო გამოიძახეს  და შუახნის ქალი ინტერვენციული მედიცინის ცენტრში გადაიყვანეს.

ექიმების თქმით, ჭრილობა საშიში არ არის და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. 

დღის ამბები