29 ნოემბერი 2024,   23:34
ვრცლად
"ტესლა"კალიფორნიაში მუშაობას ანახლებს

"ტესლას" აღმასრულებელი დირექტორის ცნობით, კომპანია კალიფორნიაში მუშაობას ანახლებს. 23 მარტის შემდეგ, ილონ მასკის ავტოინდუსტრიას წარმოება შეწყვეტილი ჰქონდა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, "ტესლას" კალიფორნიის ავტოინდუსტრიას მუშაობის განახლების ნებართვა სახელმწიფოსგან მიღებული არ აქვს. ფრემონტში მდებარე ქარხანაში 10 000 მუშაა დასაქმებული, ორშაბათიდან კი თანამშრომელთა სრული შემადგენლობა სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებას სახელმწიფოს ნებართვის გარეშე შეუდგა.

კომპანიის ოფიციალური პირების განცხადებით, "ტესლამ" მხოლოდ უკვე წარმოებული ავტომობილების ტრანზიტი განაახლა. 

"მათი ქმედებით იმედგაცრუებული ვართ, მუშაობა მოულოდნელად განაახლეს, ჯანდაცვის უწყებასთან კომუნიკაციის გარეშე, ვიმედოვნებთ კომპანია და ჯანდაცვის წარმომადგენლები საკითხთან დაკავშირებით ითანამშრომლებენ," - აღნიშნა ალამედას ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენელმა, სკოტ ჰაგერტმა

დღის ამბები