29 ნოემბერი 2024,   23:44
ვრცლად
ფერმერი რომელსაც აქვს დარეგისტრირებული მიწა 1-ჰექტარზე სახელმწიფოსგან 200 ლარიან სუბსიდირებას მიიღებს

მთავრობის ადმინისტრაციაში ამ წუთებში სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაცია მიმდინარეობს.

პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით სახელმწიფო მაქსიმალურად იზრუნებს ქვეყნის აგრო-სასურსათო მეურნეობაზე.

მისი თქმით, სოფლის მეურნეობა ქვეყნისთვის პრიორიტეტია. ანტიკრიზისულ გეგმაში კი უამრავი დეტალია გათვალისწინებული, რომელიც ფერმერებს ბევრ რამეში დაეხმარება.

"თითოეული ფერმერი, რომელსაც აქვს დარეგისტრირებული მიწა, მიიღებს ერთ ჰექტარზე დახმარებას სახელმწიფოსგან 200 ლარის სუბსიდირებით. დაახლოებით ეს ნიშნავს იმას, რომ საშუალო დონის საფერმერო და მსხვილი საფერმერო მეურნეობები, რომლებსაც გააჩნიათ 10ჰ მიწა მიიღებენ სახელმწიფოსგან 2000 ლარის ოდენობით. ეს პროპორციულად განაწილდება იმ ფერმერებზე ვისაც შედარებით ნაკლები მიწები აქვთ. ფერმერები ასევე მიიღებენ დიზელის საწვავს საჩუქრად 1-ჰა ზე 150 ლიტრს დიზელს, რომელიც გარანტირებულად იქნება საბაზრო ფასზე ერთი ლარით იაფი. სასოფლო სამეურნეო საქმიანობისთვის საწვავის ფასი არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი და ჩვენ ახლა ვმუშაობთ ამ პრობლემის გადასაჭრელად. აგროდიზელის ფასი მნიშვნელოვნად იაფი იქნება ამას გადაჭრით ვამბობ. ყველა ფერმერი ანუ 42 ათასი ფერმერი სრულად გათავისუფლდება საირიგაციო გადასახადისგან, ანუ სარწყავი წყალი ექნება უფასოდ 20 წლის განმავლობაში.  ფერმერებს სახელმწიფო დაეხმარება სარწყავი სამშენებლო სათბურების აშენებაში და ღირებულების 50% დაუფარავს, ეს იქნება გრანტი. ფერმერებს შეეძლებათ ქვედანაყოფებს ამ დეტალებზე 20 მაისიდან მიმართონ. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომელი სამუშაოებიც ახლა მიმდინარეობს. ამ დახმარების სრული ბიუჯეტი იქნება 300 მილიონი ლარი. ამასთან ერთად მნიშვნელოვანი და სისტემური ფაქტორია მიწის სისტემური რეგისტრაცია. ეს არის უდიდესი მნიშვნელობის ღონისძიება. ქვეყანაში სამი წლის მანძილზე სრულად იქნება აღრიცხული და რეგისტრირებული ნებისმიერი სახის მიწა,"- განაცხადა გიორგი გახარიამ.

დღის ამბები