29 ნოემბერი 2024,   23:45
ვრცლად
რეგიონში საქართველოს შეუძლია ეს კრიზისი გამოიყენოს როგორც შესაძლებლობა, ეს უნდა იყოს ჩვენი მიზანიც და დევიზიც - გიორგი გახარია

მთავრობის ადმინისტრაციაში ამ წუთებში სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაცია მიმდინარეობს.

"მიხარია, რომ კარგად ხასიათზე ხართ, დღეს ამისთვის გარკვეული საბაბიც გვაქვს. დღეს, 12 მაისს, მოგეხსენებათ, პირველად გვყავს ერთი ინფიცირებული და 16 გამოჯანმრთელებული, რაც არის სერიოზული მიღწევა. გარდა ამისა, მინდა გითხრათ, რომ დღევანდელი მონაცემებით, სრულად ინფიცირებული არის 336, ხოლო გამოჯანმრთელებული 349. თუმცა, ეს არ გვაძლევს საშუალებას, რომ მოვდუნდეთ. პირიქით, უფრო მკაცრად უნდა მოვითხოვოთ ელემენტარული წესების დაცვა, რომელსაც გვიწესებენ ჯანდაცვის თანამშრომლები. დისციპლინა არის ერთადერთი საშუალება, რომელიც გვაძლევს გარანტიას, რომ შევძლებთ ეკონომიკური საქმიანობის ამოქმედებას სხვებთან შედარებით უფრო ეფექტურად და უფრო სწრაფად. ამას კი აქვს დიდი მნიშვნელობა“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, ქვეყანამ კრიზისი შესაძლებლობად უნდა გამოიყენოს.

"საქართველოს შეუძლია კრიზისი გამოიყენოს როგორც შესაძლებლობა ქვეყნის ეკონომიკის შემდგომი განვითარებისთვის და ჩვენ ყველამ ერთად ჩვენი სფეროების მიმართულებით უნდა ვეძებოთ ზრდის გარღვევების ის წერტილები, რომელიც ქვეყანას შეუძლია თავისი წარმატებული მენეჯმენტი, კოვიდის, როგორც ინფექციის მართვაში დავაკონვრტიროთ ეკონომიკური ზრდის შესაძლებლობებში. ეს არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი და როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ ჩვენ ვიბრძვით ორი მიმართულებით, ვგულისხმობთ სწორედ ამას.

დღეს ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ როგორც მინიმუმ რეგიონში საქართველოს შეუძლია ეს კრიზისი გამოიყენოს როგორც შესაძლებლობა. ეს უნდა იყოს ჩვენი მიზანიც და დევიზიც. ამიტომ უნდა შევთანხმდეთ, რომ ეკონომიკუირ აღორძინების ეფექტურობა პირდაპირ არის დაკავშირებული იმასთან, როგორ დავიცავთ იმ წესებს, რომელსაც გვიწესებენ ექიმები. ეს არის რთული შესასრულებელი," - განაცხადა გიორგი გახარიამ.

დღის ამბები