გერმანია კორონავირუსის ვაქცინის შექმნისა და გავრცელების პროგრამის დასაფინანსებლად 750 მილიონ ევროს გამოყოფს - ამის შესახებ გერმანიის განათლებისა და კვლევების მინისტრმა, ანია კარლიჩეკმა, კანცლერ ანგელა მერკელის ხელმძღვანელობით გამართული მინისტრთა კაბინეტის შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისი განმარტებით, ვაქცინებზე ჩასატარებელი ცდებისთვის დაახლოებით ნახევარი მილიარდი ევრო დაიხარჯება, დანარჩენი თანხა კი ვაქცინის წარმოებას მოხმარდება. უნდა აღინიშნოს, რომ გერმანია ერთ-ერთი ქვეყანაა, რომელიც კორონავირუსის ვაქცინის შექმნის მიზნით წარმოებულ ცდებს აფინანსებს. მსოფლიოში ვაქცინის განვითარების 121 პროგრამაა ამოქმედებული.
"როგორც კი ვაქცინას აღმოვაჩენთ და დავამტკიცებთ, მისი წარმოება რაც შეიძლება მალე და დიდი მასშტაბით უნდა დაიწყოს გერმანიასა და მთელს მსოფლიოში, ვაქცინაზე ჩასატარებელ ცდებზე დაახლოებით ნახევარი მილიარდი დაიხარჯება, დანარჩენი თანხა ვაქცინის წარმოებას მოხმარდება," - განაცხადა გერმანიის განათლებისა და კვლევების მინისტრმა, ანია კარლიჩეკიმ.