29 ნოემბერი 2024,   23:27
ვრცლად
ველოდები, რომ სრულად შესრულდეს 8 მარტის შეთანხმება, მათ შორის პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება - სენატორი ჯიმი რიში

ქართველ პოლიტიკოსებს აღებული ვალდებულებების შესრულებისკენ ამერიკელი სენატორები და კონგრესმენებიც მოუწოდებენ.

ხელისუფლებასა ოპოზიციას შორის 8 მარტის შეთანხმების სადავო თემას, ცოტა ხნის წინ, აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სენატორი ჯიმ რიში გამოეხმაურა.

"საქართველოს პოლიტიკური პარტიებისგან მოველი, რომ სრულად შეასრულონ მარტის შეთანხმება, მათ შორის, პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება და პროგრესი ახალი საარჩევნო სისტემისკენ," - წერს "ტვიტერზე" შეერთებული შტატების სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ჯიმი რიში.

8 მარტის შეთანხმების შესრულების მნიშვნელობაზე ყურადღებას ამახვილებს ადამ კინზინგერიც. რესპუბლიკელი კონგრესმენი სოციალურ ქსელში წერს, რომ ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მიღწეული შეთანხმების შესრულება აუცილებელია.

დღის ამბები