29 ნოემბერი 2024,   23:44
ვრცლად
ბოჭორიშვილის კლინიკაში 10 პაციენტის ანალიზის პასუხს ელოდებიან

10 პაციენტის ანალიზის პასუხებს ელოდებიან ბოჭორიშვილის კლინიკაში. აქედან 3-ს განმეორებითი ტესტი ჩაუტარდა.

ექიმ-ინფექციონისტის ნინო ალხაზიშვილის განცხადებით, კლინიკის ბოქსირებულ განყოფილებაში სულ 65 პაციენტი მკურნალობს, მათგან 53 კორონავირუსით არის დაინფიცირებული.

მისივე თქმით, საყურადღებოა 5 პირის მდგომარეობა, რომელთაც პნევმონია აქვთ.

ნინო ალხაზაშვილის განცხადებით, კლინიკაში COVID ინფექციით 9 18 წლამდე პაციენტი გადის მკურნალობას, მედიკოსების ინფორმაციით, მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.  

დღის ამბები