29 ნოემბერი 2024,   23:44
ვრცლად
ჩვენი როლი არ გულისხმობს განხილვების შინაარსის გასაჯაროებას - ფასილიტატორი დიპლომატები არჩილ თალაკვაძის განცხადებაზე

ოპოზიციასა და მმართველ გუნდს 8 მარტს მიღწეული შეთანხმების დაცვისკენ მოუწოდებენ აშშ-ის საელჩო და ევროკავშირის ელჩები.

პოლიტიკური დიალოგის ფასილიტატორების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია:

"შეთანხმება შედგება ორი ნაწილისგან: ერთი ფოკუსირებულია საარჩევნო სისტემაზე, მეორე კი ყურადღებას ამახვილებს იმ საკითხების გადაჭრაზე, რაც სასამართლო სისტემაში პოლიტიკურ ჩარევას ჰგავს. ჩვენ მოვუწოდებთ ყველა მხარეს, სრულად დაიცვან შეთანხმების ორივე ნაწილი, რათა ის წარმატებით განხორციელდეს."

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ 8 მარტის შეხვედრის დამსწრე დიპლომატების როლი არ გულისხმობს განხილვების შინაარსის გასაჯაროებას ან შეთანხმების განმარტებას.

მარტში მიღწეული შეთანხმების შესრულების მნიშვნელობაზე მცირე განცხადება სოციალურ ქსელში გააკეთა ამერიკელმა კონგრესმენმა ადამ კინზინგერმაც.

ამ განცხადებას წინ უძღოდა პარლამენტის თავმჯდომარის ელჩებისადმი მიმართვა. არჩილ თალაკვაძემ მოუწოდა ფასილიტატორებს საჯაროდ დაადასტურონ, რომ ხელისუფლებას არ აუღია კონკრეტული პირების ციხიდან გათავისუფლების ვალდებულება, როგორც ამას ოპოზიცია ამტკიცებს.

დღის ამბები