29 ნოემბერი 2024,   23:34
ვრცლად
GR Music პროექტი - კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებიდან აჟღერებული ელექტრონული მუსიკა

საქართველოს ღირსშესანიშნაობებიდან აჟღერებული ელექტრონული მუსიკა. პროექტი, რომელიც რამდენიმე თვის წინ დაიწყო, მიზნად კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების გაცნობას და ელექტრონული მუსიკის პოპულარიზაციას ისახავს. 

სწორედ ამ ორი სიძველისა და სიახლის კოლაბორაციით youtube-ზე ​უკვე არაერთი ვიდეოა განთავსებული.

GR Music პროექტი ქართული კულტურული მემკვიდრეობის შესახებ ცნობადობის ამაღლებას ემსახურება და ელექტრონული მუსიკის არტისტებს სხვადასხვა რეგიონიდან აერთიანებს. ასევე, პოპულარიზაციას უწევს ქვეყნის ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებსა და ღირსშესანიშნაობებს ელექტრონული მუსიკის თანხლებით. რამდენიმე თვის წინ იუთუბზე პირველი ვიდეოც დაიდო. უფლისციხიდან, სადაც მუსიკოსმა მიხაილომ ლაივ სეტი წარმოადგინა. 

მსგავსი პროექტები მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში არსებობს. ეს არ არის სიახლე, თუმცა ფორმა და შესრულება ახალია. იმის გათვალისწინებით, რომ ქვეყანას უმდიდრესი კულტურული მემკვიდრეობა და უნიკალური პოლიფონიური მუსიკალური ჟღერადობა აქვს, პროექტიც მრავალფეროვანი იქნება. 

 

ავტორი: სალომე თარხნიშილი 

დღის ამბები