29 ნოემბერი 2024,   23:48
ვრცლად
გამჭირვალობა და ღია მმართველობა ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია - ნათია მეზვრიშვილი

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა ვიდეოკონფერენციისას, რომელიც ღია მმართველობის კვირეულის ფარგლებში გაიმართა, გამჭირვალე მმართველობაზე ისაუბრა, რომელიც საგანგებო მდგომარეობის დროს გაცილებით მნიშვნელოვანია.

შეხვედრისას ხაზი გაესვა მთავრობის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას - მოქალაქეებისთვის ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას კომუნიკაციის სხვადასხვა საშუალების დანერგვით.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ კრიზისული სიტუაციის შედეგად გამოწვეული დაყოვნების მიუხედავად, მთავრობა ღია მმართველობა - საქართველოს ახალი სამოქმედო გეგმის შემუშავებასთან დაკავშირებით აქტიურად თანამშრომლობს სამოქალაქო საზოგადოებასთან და მზადაა ამ კუთხით კონსულტაციების ახალი ეტაპის გამართისთვის.

ღია მმართველობის კვირეულის ფარგლებში ორგანიზებულ ციფრულ ფორუმში, რომლის თემაც პანდემიის გათვალისწინებით  არის - Open Response, Open Recovery, ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) წევრი ქვეყნები მონაწილეობენ. ინიციატივას უერთდება საქართველო.

ღია მმართველობის პარტნიორობა საერთაშორისო ინიციატივაა, რომელიც 78 ქვეყანას აერთიანებს. მისი მიზანია მთავრობათა ღიაობის, ანგარიშვალდებულებისა და მთავრობის საქმიანობაში სამოქალაქო საზოგადოებისა და მოქალაქეთა მონაწილეობის უზრუნველყოფა.

დღის ამბები