29 ნოემბერი 2024,   23:38
ვრცლად
საცალო ბაზრის ფუნქციონირების აღსადგენად სურსათის ეროვნული სააგენტო მონიტორინგს აწარმოებს

საცალო ბაზრის ფუნქციონირების აღსადგენად სურსათის ეროვნული სააგენტო მონიტორინგს აწარმოებს. სპეციალისტები ე.წ. დეზერტირების ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული საცალო აგრარული ბაზრის მოვაჭრეებს შეხვდნენ და კიდევ ერთხელ განუმარტეს ის რეკომენდაციები, რომელთა დაცვაც სავალდებულოა.

ამ დროისათვის, ამ ობიექტზე მხოლოდ საბითუმო ბაზარი მუშაობს. 

"რაც შეეხება სოციალურ დისტანციას, პირბადეებით აღჭურვას და ა.შ. ბაზრის ადმინისტრაცია დაგვპირდა, რომ ძალიან დაჩქარებულ ტემპებში, დაჩქარებული რეჟიმით მოაწესრიგებს და ის ადამიანებს, რომლებსაც საშუალება არ აქვთ მუშაობის, მოკლე პერიოდში ამ გამოსწორებული შედეგით ექნებათ საშუალება, გააგრძელონ მუშაობა," - განაცხადა სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილემ ვასილ ბასილაძემ.

დღის ამბები