29 ნოემბერი 2024,   23:32
ვრცლად
"უკრაინულ მხარეს არ გაკვირვებია ელჩის გამოძახება კონსულტაციაზე, ეს დიპლომატიურ პრაქტიკაში მიღებულია" - თეიმურაზ შარაშენიძე

საქართველოს ელჩი უკრაინაში თეიმურაზ შარაშენიძე საქართველოშია. ის ქვეყანაში მინსკის გავლით ჩამოვიდა და სხვა მგზავრებთან ერთად საკარანტინო სივრცეში იმყოფება. საქართველოში ჩამოსვლამდე ელჩი უკრაინის საგარეო უწყებაში მივიდა, სადაც საპროტესტო ნოტა წარადგინა და ოფიციალური თბილისის პოზიცია დააფიქსირა.

მისივე თქმით, უკრაინულმა მხარემ მასთან შეხვედრისას განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა, თუმცა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში ოფიციალური თბილისის პოზიციას გაგებით მოეკიდნენ, შემდგომში ორმხრივი პარტნიორული ურთიერთობების გაგრძელებისა და გაღრმავების იმედიც გამოთქვეს.

"წამოსვლისას გავმართე შეხვედრა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში და დავაფიქსირე ჩვენი, ქართული მხარის პოზიცია. უკრაინულ მხარეს არ გაკვირვებია ელჩის გამოძახება კონსულტაციაზე, იმიტომ, რომ ეს დიპლომატიურ პრაქტიკაში მიღებულია. პირიქით, მათ გვთხოვეს, რომ მიუხედავად ამ გაუგებრობისა ერთად, კიდევ მეტი ძალისხმევით გავაგრძელოთ ჩვენი თანამშრომლობა და სტრატეგიული პარტნიორობა,"- განაცხადა თეიმურაზ შარაშენიძემ.

შეგახსენებთ, მას შემდეგ, რაც საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის ხელმძღვანელად დაინიშნა, 8 მაისს საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებით, უკრაინაში საქართველოს ელჩი, თეიმურაზ შარაშენიძე თბილისში კონსულტაციებზე გამოიძახეს.

დღის ამბები