29 ნოემბერი 2024,   23:35
ვრცლად
8 მარტის შეთანხმება იყო უკიდურესად მნიშვნელოვანი მიღწევა ქვეყნის შემდგომი დემოკრატიზაციის პროცესში - გიორგი გახარია

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, 8 მარტს მიღწეული შეთანხმება ქვეყნის დემოკრატიზაციის პროცესში უკიდურესად მნიშვნელოვანია. 

"პირველი, რა თქმა უნდა, ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ 8 მარტის შეთანხმება იყო უკიდურესად მნიშვნელოვანი მიღწევა ქვეყნის შემდგომი დემოკრატიზაციის პროცესში. საერთოდ 8 მარტის შეთანხმება, ქართული დემოკრატიის მიღწევაა, რომელშიც ჩვენმა სტრატეგიულმა პარტნიორებმა, კონკრეტული ქვეყნების ელჩებმა მიიღეს პირდაპირი მონაწილეობა, როგორც ფასილიტატორებმა. ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ საერთო საარჩევნო სისტემა, რომელზეც 8 მარტს შეთანხმდნენ, ეს იმდენად მნიშვნელოვანი, ხარისხობრივი სისტემური ცვლილებაა ქვეყნის დემოკრატიზაციის თვალსაზრისით, რომ ამ მიღწევის რაიმე სახით კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება, ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია.

ყოველთვის ვამბობდი და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ქვეყანაში საარჩევნო სისტემაზე შეთანხმება არის ფუნდამენტური თემა, რომლის ირგვლივ მთლიანად პოლიტიკური სპექტრი შეთანხმდა. შესაბამისად, პერსონალურად ჩემთვის, პროპორციულ სისტემას ან პროპორციულ სისტემასთან მიახლოებულ სისტემას, რომლითაც ჩვენ წლევანდელი არჩევნები უნდა ჩავატაროთ საკონსტიტუციო ცვლილებების შემდგომ, ჩემთვის პერსონალურად, ჩვენი გუნდისთვის არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი," - განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერ-მინისტრის თქმით, ამ შეთანხმების კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება, მმართველი გუნდისთვის კატეგორიულად მიუღებელია. 

დღის ამბები