29 ნოემბერი 2024,   23:24
ვრცლად
"არანაირი პოლიტიკური პატიმრები საქართველოში არ არსებობს" - კახა კალაძე

მმართველი გუნდი ოპოზიციის ბრალდებებს, 8 მარტის პოლიტიკურ შეთანხმებასთან დაკავშირებით, სპეკულაციას უწოდებს. მათი თქმით, 8 მარტის შეთანხმების დროს პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებაზე საუბარი არ ყოფილა.

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, პოლიტიკური პატიმრები საქართველოს არ ჰყავს და ვინც ციხეში ზის, ყველა შესაბამისი დანაშაულის გამოა დაკავებული.

თბილისის მერი აღნიშნავს, რომ მმართველი გუნდი არ უგულებელყოფს საკონსტიტუციო ცვლილებებს და თუ საკონსტიტუციო ცვლილებები ჩაიშლება, ეს მხოლოდ ოპოზიციის პასუხისმგებლობაზე იქნება.

"არანაირი პოლიტპატიმრები საქართველოში არ არსებობს. ჩვენ გვყავს საქართველოში ისეთი პატიმრები, რომლებსაც აქვთ კონკრეტული დანაშაულები ჩადენილი, რაც შეეხება 8 მარტის შეთანხმებას, იქ არ ყოფილა საუბარი პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებაზე. უკანონობის ჩადენას ადგილი არ ჰქონია ელჩების წინაშე და ამის სურვილიც არავის ჰქონია. რაც შეეხება საკონსტიტუციო ცვლილებებს,"ქართული ოცნება" სრულ მზადყოფნაშია, რომ ცვლილებები განხორციელდეს. თუ ამას ოპოზიცია ჩააგდებს, ეს იქნება მათი პასუხისმგებლობა,"- განაცხადა კახა კალაძემ.

შეგახსენებთ, 8 მარტის შეთანხმება ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის, ისევ ურთიერთბრალდებების საბაბია. მმართველი გუნდის განცხადებით, შეთანხმებაში პოლიტპატიმრების გათავისუფლებაზე საუბარი არ ყოფილა. საპირისპიროს ამტკიცებს ოპოზიცია.

 

დღის ამბები