29 ნოემბერი 2024,   23:47
ვრცლად
ბათუმში კორონავირუსით 81 წლის კაცი გარდაიცვალა

ბათუმის კლინიკა "მედალფაში" კორონავირუსით ინფიცირებული 81 წლის კაცი გარდაიცვალა. ექიმების ინფორმაციით, ბოლო რამდენიმე დღე მისი მდგომარეობა კრიტიკული იყო. ის 4 დღის განმავლობაში მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა. გარდაცვლილი კაცი ქობულეთის კლასტერს უკავშირდება.

მანამდე კი კორონავირუსმა მისი ცოლი იმსხვერპლა - კორონავირუსით ინფიცირებული ქალი ბათუმის "მედალფაში" 18 აპრილს გარდაიცვალა. 

ამ დროისთვის, საქართველოში კორონავირუსით 11 ადამიანია გარდაცვლილი.

დღის ამბები