29 ნოემბერი 2024,   23:25
ვრცლად
შინაგან საქმეთა მინისტრმა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელის ანგარიში მოისმინა

შინაგან საქმეთა მინისტრმა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელის ანგარიში მოისმინა. რეფორმირების ფარგლებში, ზედამხედველობის დეპარტამენტის პირადი შემადგენლობა 100%-ით გაიზარდა, განახლდა ავტოპარკი, დაინერგა თანამედროვე ტექნოლოგიები და ელექტრონული მომსახურების სერვისები. შეიქმნა ინტერაქციული რუკა, რომელიც საშუალებას იძლევა, დისტანციურად განხორციელდეს შემთხვევების მონიტორინგი მთელი ქვეყნის მასშტაბით.

განახლდა საკომუნიკაციო საშუალებები. დაინერგა უპილოტო საფრენი აპარატების პრაქტიკა, როგორც მონიტორინგის პროცესში, ასევე, სახანძრო-სამაშველო ოპერაციებში. დეპარტამენტმა შეიმუშავა სტატისტიკის აღრიცხვის პროგრამა.

"პრეზენტაციის სახით მინისტრს გავაცანით სამსახურში არსებული სიახლეები, კერძოდ სამოქალაქო უსაფრთხოებისა და ზედამხედველობის მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები, რაც ეფუძნება დასავლურ გამოცდილებასა და ხელს უწყობს გამჭვირვალე და ეფექტური ზედამხედველობის სისტემის განვითარებას ქვეყანაში," - აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

დღის ამბები