29 ნოემბერი 2024,   23:47
ვრცლად
"დაღუპულთა რიცხვი კვლავ საშინლად მაღალია, მაგრამ - უკეთესი" - აშშ-ში ერთ დღეში 207 ადამიანი გარდაიცვალა

ნიუ-იორკში გასულ 24 საათში კორონავირუსით 207 ადამიანი დაიღუპა. ახალი მონაცემები ნიუ-იორკის შტატის გუბერნატორმა ენდრიუ კუომომ წარადგინა.

რაც შეეხება ინფიცირებულთა რიცხვს, მისი განცხადებით, ნიუ-იორკის შტატში კორონავირუსის 521 შემთხვევა დაფიქსირდა.

კუომოს თქმით, დაღუპულთა რიცხვი კვლავ "საშინლად მაღალია, მაგრამ უკეთესი".

აშშ-ში კოვიდ-19-ით ინფიცირების 1 370 000 ფაქტი გამოვლინდა, გარდაცვლილია 81 000 ადამიანი.

დღის ამბები