29 ნოემბერი 2024,   23:44
ვრცლად
ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 22-მდე გაიზარდა - ​დე ფაქტო რეჟიმი რუსეთთან საზღვარს კეტავს

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 22-მდე გაიზარდა. დე ფაქტო მთავრობის ინფორმაციით, ბოლო ერთ დღეში კორონავირუსზე ტესტირება 48 ადამიანს ჩაუტარდა და მათგან ვირუსი 5-ს დაუდასტურდა.

არსებული ცნობით, ინფიცირებულები მკურნალობის კურსს გადიან და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. 22 ინფიცირებულიდან 14 კადეტია, რომლებიც რუსეთის სამხედრო უნივერსიტეტებში სწავლობენ.

კარანტინში რჩება 500-მდე ადამიანი. ეპიდემიის გამო, ოკუპირებულ რეგიონში რუსეთთან საზღვარი გამონაკლისის გარეშე, 17 მაისამდე ჩაიკეტა. კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევები ცხინვალში 6 მაისს გამოვლინდა.

დღის ამბები