29 ნოემბერი 2024,   23:44
ვრცლად
დღეიდან საცალო და საბითუმო სავაჭრო ობიექტები მუშაობას განაახლებენ

თბილისის გახსნასთან ერთად დღეიდან ყველა ტიპის საცალო და საბითუმო სავაჭრო ობიექტს, რომელსაც ქუჩიდან იზოლირებული შესასვლელი აქვს, მუშაობის გაგრძელების უფლება ეძლევა. რეგულაციების მოხსნის პარალელურად, მაღაზიებში შესასვლელად სავალდებულო იქნება გათვალისწინება ისეთი რეკომენდაციებისა, როგორიცაა სოციალური დისტანციის კონტროლი და პირბადის ტარება.

სიახლე, ამ ეტაპზე, არ ეხება მსხვილ სავაჭრო ცენტრებს, მოლებს, ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მაღაზიებს. ასევე, დღეიდან იხსნება ყველა სახის წარმოება, მათ შორის, საგამომცემლო საქმიანობა. გახსნის უფლება აქვთ ღია ტიპის მოსასვენებელ და სარეკრეაციო ზონებსაც.

 

 

 

დღის ამბები