29 ნოემბერი 2024,   23:34
ვრცლად
ბავშვები, რომლებიც საქართველოში კომენდანტის საათის დროს დაიბადნენ - მსოფლიოში პანდემიის პარალელურად 35 მლნ-ზე მეტი ახალშობილი გაჩნდა

საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა ოზურგეთიდან ბათუმის მიმართულებით მოძრავი ავტომობილი შუაღამისას გააჩერა. კანონდარღვევის ფაქტის ნაცვლად აღმოჩნდა, რომ ზურა ჩხარტიშვილი მშობიარე მეუღლესთან ერთად საავადმყოფოში მიიჩქაროდა. პირველი ბავშვი, რომელიც კომენდანტის საათის დროს დაიბადა, პატარა იოვანე ჩხარტიშვილია. 

კომენდანტის საათის დროს მეორე შვილის დედა ჟურნალისტი აინურა ალიევა გახდა. მთავარი ნერვიულობა 6 აპრილის ღამეს გამოიარა. 112-სგან ნებართვა წინასწარ აიღო და ღამის 4 საათზე გარდაბნიდან თბილისის ცარიელ ქუჩებში იმგზავრა. "კურიერთან" საუბრისას იმ ემოციებს იხსენებს, რომელიც მან იმ ღამეს განიცადა.

კომენდანტის საათის დროს ქუჩებში მხოლოდ ის მანქანები ჩნდებიან, რომელთა მგზავრებს მუშაობა განსაკუთრებული აუცილებლობის გამო უწევთ. ეს პერიოდი ახალი სიცოცხლის დაბადების ბევრ ისტორიას აერთიანებს. მაგალითად, მათი, ვინც სამშობიაროსკენ აკრძალულ დროს მიიჩქაროდა ან  მათი, ვინც ვერ მიასწრო და შვილი სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანაში შეეძინა.

პანდემიასთან ბრძოლას უამრავი ადამიანი შეეწირა, თუმცა წლის დასაწყისიდან, მას შემდეგ, რაც ახალი კორონავირუსის აფეთქების შესახებ ცნობა მთელი მსოფლიოს მასშტაბით გავრცელდა, დაბადებულთა რიცხვმა 35 მილიონს გადააჭარბა.

დღის ამბები