29 ნოემბერი 2024,   23:43
ვრცლად
"არც ერთი დაინფიცირება არ ყოფილა პაციენტიდან" - ავთანდილ თალაკვაძე ამბობს, გამოჯანმრთელებული მედპერსონალი სამსახურებს უბრუნდება

როგორ ვრცელდება სამედიცინო დაწესებულების თანამშრომელზე კორონავირუსი? - როგორც საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ხელმძღვანელი ამბობს, საქართველოში მედპერსონალის დაინფიცირება არ მომხდარა პაციენტისგან.

ავთანდილ თალაკვაძის განცხადებით, ყველა პირი ვირუსის გავრცელების სხვადასხვა ჯგუფიდან იყო.

"არც ერთი დაინფიცირება არ ყოფილა პაციენტიდან. ყველა თანამშრომელი იყო რომელიღაც კლასტერიდან. ყველაზე მეტი გამოვლინება იყო მარნეულში. მთელს ჩვენს პერსონალში ვატარებთ ტესტირებას, ახლა ვინც კონტაქტში და შემხებლობაში იყო, შემოწმებულია. ჩვენი თანამშრომლები ნელ-ნელა გამოჯანმრთელდნენ და უბრუნდებიან სამსახურებს,"- განაცხადა ავთანდილ თალაკვაძემ.

დღის ამბები