29 ნოემბერი 2024,   23:39
ვრცლად
ესპანეთში 143 პაციენტი დაიღუპა, რაც მარტის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია

ესპანეთში ბოლო 8 კვირაში კორონავირუსით სიკვდილიანობის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი დაფიქსირდა. კონკრეტულად კი, ქვეყანაში კორონავირუსით ბოლო დღე-ღამეში 143 პაციენტი დაიღუპა. ვირუსით სიკვდილიანობის ასეთი დაბალი დღიური მაჩვენებელი 18 მარტის შემდეგ არ ყოფილა.

სულ ქვეყანაში დაავადებას დღემდე 26 621 ადამიანი ემსხვერპლა. გარდა ამისა, გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსით კიდევ 812 ადამიანი დაინფიცირდა და დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 224 390-მდე გაიზარდა.

საფრანგეთში კი კორონავირუსის გამო დაწესებული მკაცრი შეზღუდვების შემსუბუქება დაიწყო, პირველ ეტაპზე ქვეყანაში გაიხსნა სავაჭრო ცენტრები და სილამაზის სალონები. მთავრობის მიერ რეგულაციების შემსუბუქებას მოსახლეობის უმრავლესობა მიესალმება, თუმცა გარკვეულ ნაწილს აშინებს ის ფაქტი, რომ შესაძლოა, კორონავირუსმა კვლავ იფეთქოს.

ამ დროისთვის საფრანგეთში 180 000-მდე შემთხვევა გამოვლინდა, გარდაცვლილია 26 000-ზე მეტი ადამიანი, ამ მაჩვენებლით საფრანგეთი მსოფლიოში მეექვსე ადგილზეა, ინფიცირების ყველაზე დიდი მაჩვენებელი კვლავ შეერთებულ შტატებშია.

დღის ამბები