ირანში ბოლო ერთ დღეში კორონავირუსით 51 ადამიანი დაიღუპა. ირანის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო 24 საათში ქვეყანაში ინფიცირების 1 383 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. საერთო ჯამში, ირანში კოვიდ-19-ს 6 6400 ადამიანი ემსხვერპლა.
ეპიდემიის დაწყების შემდეგ ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 107 603 შემთხვევა გამოვლინდა. ირანის ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ქვეყანაში კოვიდ 19-სგან უკვე 86 143 ადამიანი გამოჯანმრთელდა.
ამავდროულად, ქვეყნის მთავრობას იმედი აქვს, შეერთებული შტატები გაითვალისწინებს კოვიდ-19-ით შექმნილ მძიმე სიტუაციას და ქვეყნები პატიმრებს გაცვლიან, აღნიშნულის შესახებ მთავრობის პრესსპიკერმა ალი რაბიემ ისაუბრა.