29 ნოემბერი 2024,   23:36
ვრცლად
"სუს-მა ან არაფერი იცის, ან ხელს უწყობს რუსული ჰიბრიდული ომისთვის საქართველოს პლატფორმად გადაქცევას" - ხატია დეკანოიძე Daily Mail-ის სტატიაზე

Daily Mail-ის ინფორმაციას, რომ კრემლთან დაახლოებული ჰაკერების დაჯგუფებები, რომლებიც საქართველოში არიან დაფუძნებული, ბრიტანეთის სამედიცინო ცენტრებს თავს ესხმიან, "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ხატია დეკანოიძე გამოეხმაურა.

ხატია დეკანოიძის შეფასებით, მსგავსი ქმედებები საქართველოს იმიჯს აზიანებს.

"კრემლთან და რუსულ სპეცსამსახურებთან დაკავშირებული ჰაკერების  ჯგუფი საქართველოდან ოპერირებს და ამ ჰაკერების ჯგუფმა შეაღწია ბრიტანულ კვლევით ორგანიზაციებში, მოიპარეს ძალიან ბევრი მასალა, რომელიც, მათ შორის, უკავშირდება პირად ინფორმაციას, სადაზღვევო ინფორმაციას და კოვიდ-19-ის წინააღმდეგ მიმართულ კვლევებს, ანუ ვაქცინასთან დაკავშირებულ კვლევას.

გამოცემა წყაროზე დაყრდნობით ამბობს, რომ ჰაკერების ჯგუფი, რუსულ სპეცსამსახურებთან დაკავშირებული ჯგუფი, რომელიც მოქმედებს და ოპერირებს დასავლური ორგანიზაციების წინააღმდეგ, მოქმედებენ საქართველოდან.

ამის შესახებ ან არაფერი იცის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, ან - მიზანმიმართულად ხელს უწყობს რუსული ჰიბრიდული ომისთვის საქართველოს პლატფორმად გადაქცევას," - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

დღის ამბები