29 ნოემბერი 2024,   23:31
ვრცლად
ოპოზიციისთვის პრობლემას 8 მარტის შეთანხმების პირველი პუნქტი ქმნის - რატი იონათამიშვილი

პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის რატი იონათამიშვილის თქმით, ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ  არჩევნებს ვერ მოიგებს და ცდილობს საკონსტუციო ცვლილებები შეაფერხოს.

იონათამიშვილი ფიქრობს, რომ ოპოზიციისთვის პრობლემას შეთანხმების პირველი პუნქტი ქმნის.

"ჩვენი ოპონენეტები, ამ შემთხვევაში, არ არიან გულწრფელები. მთავარი პრობლემა მათთვის არის, ის რომ დარწმუნებულები არიან, წარმატებას ვერ მიაღწევენ არჩევნებში. გუშინ მათ აღიარეს, რომ 8 მარტის შეთანხმების ფორმატში, არარსებულ პოლიტპატიმრებზე არანაირი შეთანხმება არ ყოფილა.  რეალურად მათთვის პრობლემას წარმოადგენს შეთანხმების პირველი პუნქტი," - აღნიშნა რატი იონათამიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის შეთანხმება 8 მარტს შედგა. დიალოგში მონაწილე ელჩებმა შეთანხმების თაობაზე განცხადება გაავრცელეს. როგორც ფასილიტატორი დიპლომატების განცხადებაშია ნათქვამი, შეთანხმება ითვალისწინებს, რომ საარჩევნო სისტემა 2020 წლის არჩევნებისთვის დაეფუძნება 120 პროპორციულ და 30 მაჟორიტარულ მანდატს, საარჩევნო ოლქების სამართლიან განაწილებას, 1%-იან საარჩევნო ბარიერს და ჩამკეტს, რომელიც უზრუნველყოფს, ხმების 40%-ზე ნაკლების მიმღებმა პარტიამ ვერ შეძლოს საპარლამენტო უმრავლესობის შექმნა.

გარდა ამისა, განცხადებაში ნათქვამია, რომ სასამართლო და საარჩევნო პროცესების არასათანადო პოლიტიზაცია და მომავალში მსგავსი ქმედებები თავიდან უნდა იქნეს აცილებული.

დღის ამბები