29 ნოემბერი 2024,   23:38
ვრცლად
"ჩვენ ვცხოვრობთ ურთულეს დროს, ნუ გაიტეხავთ გულს, ნუ იფიქრებთ, რომ ამის მეტი გზა არ არის"-ილია მეორე

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში ტრადიციული საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ ქადაგებისას საზოგადოებას მოუწოდა, იმედი არ დაკარგონ.

როგორც ილია მეორემ აღნიშნა, საქართველო რთულ განსაცდელშია, თუმცა ეს გადაულახავი არ არის.

"ჩვენ ვცხოვრობთ ურთულეს დროს. ნუ გაიტეხავთ გულს. ნუ იფიქრებთ, რომ ამის მეტი გზა არ არის, არის. ღმერთი მოგვცემს ჩვენ მადლსა და ძალას და ჩვენ ვნახავთ სიხარულს. სიხარული სიყვარულის შედეგია. სიყვარული თუ აქვს ადამიანს, სიხარულიც ექნება. ღმერთი არის სიყვარული. ღმერთი იყოს თქვენთან და ჩვენთან. ღმერთმა ინებოს ჩვენი სულიერი გადარჩენა. ჩვენთან არს ღმერთი", - განაცხადა ილია მეორემ.

დღის ამბები