29 ნოემბერი 2024,   23:50
ვრცლად
"გაყიდვები, ალბათ 30-დან 50% მდე იქნება და ეს შემცირებას ნიშნავს"- ხვალიდან ბიზნესობიექტების ნაწილი იხსნება

საქართველოში შეზღუდვების შემსუბუქების 6-ეტაპიანი გეგმის განხორციელება გრძელდება.ხვალიდან ძალაში შედის გეგმის მესამე ნაწილი.

სრულად გაიხსნება 16 აპრილს ჩაკეტილი თბილისი. შეზღუდვების შემსუბუქების კიდევ ერთი ნაწილი უკავშირდება გარკვეული ობიექტების გახსნას.

ბიზნესის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ დროული იყო შეზღუდვების შემსუბუქება, რადგან პანდემიამ დიდი ზარალი მიაყენა მცირე და საშუალო მეწარმეებს.

ისინი აღნიშნავენ, რომ ყველა რეკომენდაცია ძალიან მკაცრად იქნება დაცული.

"ბრიკორამას" ფინანსური დირექტორი კახაბერ სონიშვილი აცხადებს, რომ გაყიდვები შემცირდება, თუმცა ახლა ბიზნესისთვის შეზღუდვების შემსუბუქება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო.

"ხვალ რომ ვიხსნებით, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველაფერი ჩვეულ რეჟიმში ჩადგება. გაყიდვები, ალბათ 30-დან 50% მდე იქნება და ეს შემცირებას ნიშნავს. შვება, რა თქმა უნდა, იქნება, რადგან ვიხსნებით და იმედია, წლის ბოლოს მაინც დავუბრუნდებით ძველ ნიშნულს,"- განაცხადა კახაბერ სონიშვილმა.

"ბიბლუსის" მარკეტინგის მენეჯერი ზურაბ კვირიკაშვილი აცხადებს, რომ გახსნის დღიდან ყველა რეკომენდაცია ზედმიწევნით იქნება გათვალისწინებული.

​"ვადაზე ადრე მოხსნა რეგულაციების არის ჩვენთვის დამატებითი სტიმული. წიგნის მკითხველებს კი ახალ გამოცემულ ლიტერატურას მივაწოდებთ. ყველა რეკომენდაციას ზედმიწევნით დავიცავთ,"- განაცხადა ზურაბ კვირიკაშვილმა.

დღის ამბები