დარიალის ხეობაში გზის სავალი ნაწილიდან თხევადი აირის გადამტანი ცარიელი სატვირთო ავტომობილი გადავარდა.
შემთხვევა მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის 126-ე კმ/ზე მოხდა.
შემთხვევის შედეგად დაშავდა მძღოლი, რომელიც რუსეთის მოქალაქეა. მას აღენიშნებოდა ქვედა კიდურების დაზიანებები. დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს და უტარდება შესაბამისი დახმარება. გზის ამ მონაკვეთზე ინტენსიური თოვის გამო ახლა გადაადგილება აკრძალულია.არსებობს ზვავსაშიშროების საფრთხე.
ამ დროისთვის დაშავებული მძღოლიც ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, გადავარდნილი ავტომობილის ამოყვანა კი ჯერჯერობით ვერ მოხერხდა.
სანამ გაწმენდითი სამუშაოები არ ჩატარდება გზის გახსნის შესაძლებლობა არ იქნება, ტრაილერის მძღოლები კი ჩაკეტილი გზის გახსნას ელოდებიან.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური სამსახურის უფროსი ვაჟა საბაური აცხადებს, რომ მდგომარეობა ხვალისთვის იქნება დასტაბილურებული.
"ინტენსიური ქარი იყო და ამიტომ ჩავკეტეთ გზა, დღეს ვერა, მაგრამ ხვალ დილით გავხსნით გზას. შევამოწმებთ ჯერ მდგომარეობას და მაგის მიხედვით დაიგეგმება ყველაფერი,"- განაცხადა ვაჟა საბაურმა.