29 ნოემბერი 2024,   23:33
ვრცლად
აჭარის რეგიონში სტიქიის შედეგებთან ბრძოლა გრძელდება - სტიქიის ზონაში გეოლოგები მუშობენ

დილიდან გზის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს აჭარაში. ამ დრომდე შეუძლებელია გადაადგილება ბათუმი ახალციხის გზის მონაკვეთზე. სტიქიის ზონაში გეოლოგები მუშაობენ.

სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ დღის ბოლომდე მაგისტრალი ცალმხრივად გაიხსნება.

მძიმე ტექნიკა ამ წუთებში მიწის მასისგან ათავისუფლებს გზა, თუმცა ადგილზე დიდი რაოდენობით ქვის მასაა, რასაც აფეთქება სჭირდება. ამიტომ ეტაპობრივად ხდება ლოდების აფეთქება. 

გეოლოგების თქმით, მეწყერის განმეორების საფრთხე არ არსებობს.

გარდა ამისა, ბათუმის ახალციხის მაგისტრალი პარალიზებულია. გზის ორივე მხარეს დილით იყო საცობი. არსებობს შემოვლითი გზაც, თუმცა აღნიშნული გზის გავლა მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტომობილებით არის შესაძლებელი.

"გეოლოგების მხრიდან შესწავლილია ვითარება და გაიცა შესაბამისი  რეკომენდაციები. გარკვეული სამუშაოები გაწმენდითი სამუშაოები ჩატარებულია, თუმცა ეს ჯერაც საკმაირის არ არის იმისთვის, რომ ორმხრივი მოძრაობა აღდგეს," - განაცხადა  საავტომობილო გზების დეპარტამენტის პროექტების მართვის მენეჯერმა დავით ჩიქოვანმა.

მეწყერი სოფელ დოლოგანთან ღამე ჩამოწვა.

 

დღის ამბები