29 ნოემბერი 2024,   23:47
ვრცლად
დატბორილი სოფლები და სამეურნეო სავარგულები - ამინდის გაუარესებამ ლაგოდეხში პრობლემები შექმნა

სტიქია კახეთში - ამინდის გაუარესებამ პრობლემები შექმნა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში. დატბორილია სოფლები.

საცხოვრებელი სახლების პირველ სართულებთან ერთად დატბორილია სასოფლო სამეურნეო სავარგულები. სტიქიის ზონაში სამაშველო ჯგუფებთან ერთად, მობილიზებულია სპეცტექნიკა.

მოსახლეობა აცხადებს, რომ მთავრობისგან მინიმალური ყურადღებაც კი არ იგრძნობა, მათი თქმით სანიაღვრე სისტემა მოსაწესრიგებელია.

ადგილობრივები აცხადებენ, რომ თუ ხელისუფლება ზარალს არ დაითვლის, საკმაოდ მძიმე შედეგი დადგება.

ადგილობრივ მოსახლეობას კიტრისა და პომიდვრის ნათესები სტიქიამ გაუნადგურა.

სპეცტექნიკა და სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები ადგილზე ამ დრომდე მუშაობენ, თუმცა მიყენებული ზარალის ოდენობა ამ დრომდე უცნობია.

დღის ამბები