ავსტრალიაში დემონსტრანტებმა კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვები გააპროტესტეს, აქტივისტები ქვეყნის ეკონომიკის კორონამდელ მდგომარეობაში დაბრუნებას და სამუშაო ადგილების აღდგენას მოითხოვენ.
კრიტიკის ობიექტი გახდა პოექტი 5G-ც. ვიქტორიას შტატის წინ გამართულ მანიფესტაციაზე პოლიციამ 10 აქტივისტი დააკავა.
"იქ შეკრებილები უამრავ სისულელეს აპროტესტებენ, ვერ ვხვდები, რა საერთო შეიძლება ჰქონდეს 5G-ს და კორონავირუს ერთმანეთთან, ბევრი შეთქმულების თეორია მესმის და დამერწმუნეთ, სრული სისულელეა ყველაფერი. მესმის, რომ ხალხს აქვს პროტესტის უფლება, მაგრამ ყველაფერი კანონებთან შესაბამისობაში უნდა იყოს," - განაცხადა ავსტრალიის მთავარმა სამედიცინო ოფიცერმა ბრენდან მერფიმ.
ავსტრალიაში დღეს კოვიდ 19-ის 14 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ქვეყანაში სულ ვირუსი 6 941 ადამიანს დაუდასტურდა.