კრემლთან დაახლოებული ჰაკერული დაჯგუფებები პერმანენტულად ახორციელებენ დიდი ბრიტანეთის სამედიცინო ცენტრებზე თავდასხმებს, ამის შესახებ განცხადებას "დეილი მეილი" ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, კიბერთავდასხმის ავტორები იპარავენ ასობით ბრიტანელის კონფინდენციალურ მასალებს, რომლებიც დაკავშირებულია კოვიდ-19-ის შემთხვევებთან.
როგორც დიდი ბრიტანეთის საგამოძიებო უწყების წარმომადგენლები აცხადებენ, მსგავსი კიბერშეტევების რაოდენობა წარსულში არ ახსოვთ. გამოძიების თანახმად, ჰაკერული გაერთიანებები დაფუძნებულია საქართველოში და დაკავშირებული არიან რუსულ სპეცსამსახურებთან.
წყაროს ცნობით, ჰაკერების ჯგუფმა მონაცემების დასაბრუნებლად 2 მილიონი ფუნტი სტერლინგი მოითხოვა.
გაერთიანებული სამეფოს ხელისუფლება უფრო მძლავრი თავდაცვითი მექანიზმების შემოღებაზე მუშაობს და საერთაშორისო ასპარეზზე ქვეყნებს რეაგირებისკენ მოუწოდებს.