29 ნოემბერი 2024,   23:45
ვრცლად
მკვლელობა და თვითმკვლელობა - გურიაში მამაკაცმა, რომლის უმისამართოდ გასროლილ ტყვიასაც ველოსიპედით მოსეირნე მეზობელი ემსხვერპლა, თავი მოიკლა

გურიის სოფელ ნიგვზიანში მომხდარი მკვლელობის შესახებ დამატებითი დეტალები ხდება ცნობილი. ადგილობრივები ერთ პოზიციაზე არიან და აცხადებენ, რომ სავარაუდოდ ეს უბედურ შემთხვევას უკავშირდება. საუბარია იმაზე, რომ შუახნის მამაკაცმა საკუთარი სანადირო თოფიდან უმისამართოდ გაისროლა, უმისამართოდ გასროლილ ტყვიას კი მეზობლის, ველოსიპედით მოსეირნე შუახნის მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. მას შემდეგ, რაც მკვლელობის შესახებ გახდა ცნობილი, მამაკაცმა  საკუთარ ეზოში თავი მოიკლა. ამ ვერსიას, სავარაუდოდ, იზიარებენ მოკლულის ოჯახის წევრებიც.

სოფლის მოსახლეობამ სანადირო თოფიდან რამდენიმე გასროლის ხმა დღის ოთხი საათისთვის გაიგო. უბედური შემთხვევის გარდა არსებობს კიდევ ერთი ვერსიაც, რომ შესაძლოა ორ მამაკაცს შორის უთანხმოება ყოფილიყო, თუმცა ამ თემაზე ადგილობრივებს საუბარი უჭირთ.

უბედური შემთხვევის ვერსიაზე მუშაობს გამოძიებაც, თუმცა ამ ეტაპზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.

დღის ამბები