29 ნოემბერი 2024,   23:49
ვრცლად
კახეთმა მწვანე ზონის სტატუსი დაიბრუნა, საგარეჯოელი ექთანი COVID უარყოფითია - რა ეტაპები დარჩა ქვეყანას ვირუსზე საბოლოო გამარჯვებამდე

საგარეჯოელი ექიმის მონაცემები მესამე კვლევით უარყოფითი აღმოჩნდა. შესაბამისად, კახეთმა მწვანე ზონის სტატუსი კვლავ დაიბრუნა. 

დღეს, ქვეყნის მთავარმა ინფექციონისტმა თენგიზ ცერცვაძემ აღნიშნა, რომ ვირუსის პირველი შეტევა ქვეყანამ უკვე დაძლია. საქართველო ნელ-ნელა უბრუნდება ჩვეულებრივ, ნორმალურ ცხოვრებას და ამას აკეთებს ერთ-ერთი პირველი ევროპაში. თუმცა, თენგიზ ცერცვაძის ინფორმაციით, ეს არ არის საბოლოო გამარჯვება. საბოლოო წარმატება იქნება მაშინ, თუკი მოქალაქეები მეორე ეტაპს ბოროტად არ გამოიყენებენ და დაწესებული შეზღუდვების მოხსნის შემდეგ ქვეყანაში არსებული ეპიდსიტუაცია შენარჩუნდება.

ქვეყანაში PCR კვლევები ფართოვდება და გერმანიაში მოქალაქეების დღიური გამოკვლევის დონეს უტოლდება. დღეში გამოკვლეულთა ოდენობა 3000 უნდა გახდეს, რომ გაირკვეს ვინ შეიძლება იყოს ინფიცირებული. პარალელურად კი, სწრაფი ტესტების ჩატარება გაგრძელდება მიზნობრივ ჯგუფებში, მათ შორის მედპერსონალის, გამომდინარე იქიდან, რომ ქვეყანაში ინფიცირებული ექიმების რაოდენობამ იმატა. თენგიზ ცერცვაძის ინფორმაციით, ამ ეტაპზე COVID-19 72 ექიმს აქვს დადასტურებული, აქედან უმრავლესობა სასწრაფო სამედიცინო დახმარების პერსონალია.

საგარეჯოში მცხოვრებ ექთანს რომელსაც PCR ტესტი ორჯერ ჩაუტარდა - "კურიერთან" სატელეფონო საუბარში ამბობს, რომ იგი სხვა პასუხს არც ელოდებოდა, რადგან ვირუსის დამახასიათებელი არცერთი სიმპტომი მას არ ჰქონდა. მედიკოსი რომელიც ბოჭორიშვილის კლინიკისა და საგარეჯოს "ჯეო ჰოსპიტალსის" რეზერვის თანამშრომელია დღესვე დატოვებს ბოჭორიშვილის კლინიკას. 

ეს არის უკვე მეორე შემთხვევა, როდესაც ე.წ ოქროს ტეტი შეცდა, ორივე შემთხვევა კახეთს უკავშირდება. 

დღის ამბები