29 ნოემბერი 2024,   23:43
ვრცლად
ბათუმის საქალაქო სასამართლომ ხულიგნობის ბრალდებით დაკავებულ რეზო წულუკიძესა და ელდარ ანთაძეს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა

ბათუმის საქალაქო სასამართლომ ხულიგნობის ბრალდებით დაკავებულ რეზო წულუკიძესა და ელდარ ანთაძეს აღკვეთის სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. პროცესი დაახლოებით 1 საათის წინ დასრულდა.

დაკავებულების ადვოკატი მისი დაცვის ქვეშ მყოფთა უდანაშაულობაზე საუბრობს. ამბობს, რომ საქმეში მათ წინააღმდეგ მტკიცებულება არ არსებობს.

ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან დილიდან შეიკრიბნენ დაკავებულთა ოჯახის წევრები. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიციაც.

წულუკიძისა და ანთაძის დაკავება მათი ოჯახის წევრებმა გუშინ მთავრობის სახლთანაც გააპროტესტეს, რასაც აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა. აქციაზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის  4 ადამიანი დააკავეს. ამათგან მოსამართლემ ორი პირი დააჯარიმა, ორს კი სიტყვიერი გაფრთხილება მისცა.

დღის ამბები