ევროკომისია შენგენის ზონაში მოგზაურობაზე აკრძალვის გახანგრძლივებას 15 ივნისამდე გეგმავს. შესაბამისი რეკომენდაციით ევროკომისიამ წევრ სახელმწიფოებს უკვე მიმართა.
პირველ ეტაპზე საზღვრები შენგენის ზონის წევრ ქვეყნებს შორის უნდა გაიხსნას. შეგახსნებთ, ევროკავშირმა შენგენის ზონაში მესამე ქვეყნის მოქალაქეების მოგზაურობა მარტის თვეში აკრძალა.