წითელ ზონად გამოცხადებულ ნიუ-იორკში, ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, პაციენტების რიცხვი მნიშვნელოვნად მცირდება. ნიუ-იორკის გუბერნატორი აცხადებს, რომ პანდემიის კონტროლი უკვე შესაძლებელია.
"ჰოსპიტალიზებულ პაციენტთა რიცხვი 8 196-მდე შემცირდა, რაც მარტის შემდეგ არაჩვეულებრივი მოცემულობაა, ჩვენ ამ მხეცის კონტროლი უკვე შეგვიძლია. მცირდება ინფიცირების შემთხვევებიც," -აცხადებს ნიუ-იორკის გუბერნატორი ენდრიუ კუომო.