29 ნოემბერი 2024,   23:45
ვრცლად
მკვლელობა ლანჩხუთში - გავრცელებული ინფორმაციით, მეზობელმა მეზობელი მოკლა და თავი მოიკლა

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგვზიანში მეზობლებს შორის კონფლიქტი მკვლელობით დასრულდა. 

გავრცელებული ინფორმაციით, გურამ კუკულავამ სანადირო თოფი მეზობელს ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ესროლა და მას შემდეგ, რაც მომხდარი გააცნობიერა, თავი მოიკლა. მეზობლების ინფორმაციით, გარდაცვლილები ბავშვობის მეგობრები იყვნენ და წარსულში კონფლიქტი არ ჰქონიათ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქმე სისხლის სამართლის 108-ე მუხლით არის აღძრული.

დღის ამბები