29 ნოემბერი 2024,   23:31
ვრცლად
ბათუმში გამართულ აქციაზე დღეს 4 პირი დააკავეს - შეკრებილების გაღიზიანება პოლიციის მიერ დისტანციის დაცვის მოწოდებამ გამოიწვია 

დღეს ბათუმის ცენტრში ხმაური იყო. აჭარის მთავრობის სახლთან აქცია ორი დღის წინ დაკავებულების ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა გამართეს. საპროტესტო აქციის მონაწილეები მათ დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვდნენ.

ხმაური და დაპირისპირება სამართალდამცავების მითითებებს მოჰყვა. პოლიცია მოქალაქეებს მოუწოდებდა, დაეცვათ სოციალური დისტანცია. სწორედ ეს მითითება გახდა მთავრობის სახლთან შეკრებილთა გაღიზიანების მიზეზი.

"პოლიცია ვერ გვცემს პასუხს, ვიცით, რომ გადაწყვეტილება ზემოდან არის მიღებული. როგორც გავიგეთ, იმათ პატრონი ჰყავთ სადღაც სუსში, დარეკეს თბილისიდან და ამიტომ დააკავეს ეს ბიჭები,"- აცხადებს აქციის მონაწილე. 

პოლიციამ აქციაზე ადმინისტრაციული წესით 4 პირი დააკავა. მთავრობის სახლთან აქცია მას შემდეგ დაიშალა, რაც აჭარის მთავრობის თავმჯდომარე პროტესტის მონაწილეებს შეხვდა.

დღის ამბები