29 ნოემბერი 2024,   23:40
ვრცლად
თუშეთის გზაზე სამძებრო სამუშაოები დასრულებულია - 62 წლის მამაკაცის ცხედარი ოთხდღიანი ძებნის შემდეგ იპოვეს

ოთხდღიანი ძებნის შემდეგ მაშველებმა ომალოს გზაზე ზვავში მოყოლილი მამაკაცის ცხედარი იპოვეს. 62 წლის მამაკაცი ადგილზე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებში მონაწილეობდა.

მასთან ერთად ჩამოწოლილი თოვლისა და მიწის მასაში კიდევ ერთი ადამიანი მოყვა, რომლის გადარჩენაც მალევე მოახერხეს. სამუშაოებში 5 ეკიპაჟთან ერთად ჩართული იყო სპეცტექნიკა. 

საძიებო სამუშაოებს მძიმე მეტეოროლოგიური პირობები ართულებდა. ჰიდროლოგების ინფორმაციით, ხეობაში 532 000 ტონა თოვლის და მიწის მასა ჩამოწვა. ადგილზე ზვავის განმეორების საფრთხე მუდმივად იყო.

"ცხედრის პოვნა 4 დღის შემდეგ მოხდა, ძებნას ხელი კლიმატმა შეუშალა. გზის სავალ ნაწილთან ახლოს იპოვეს თოვლის ქვეშ," - აცხადებს სოფელ ფშაველაში თელავის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელი ვალერი აბრამიშვილი.

დღის ამბები